20 აპრილი 2024,   11:17
ვრცლად
"ომეგა ჯგუფის" საქმე და ფარული ჩანაწერები - ზაზა ოქუაშვილი პროკურატურაში დაიბარეს

„ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი, ზაზა ოქუაშვილი პროკურატურაში გამოკითხვის მიზნით 4 ოქტომბერს არის დაბარებული. ამის შესახებ განცხადებას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

საგამოძიებო უწყების ცნობით, ზაზა ოქუაშვილის გამოკითხვა „ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იგეგმება.

უწყების ცნობით, ამ ეტაპისთვის უკვე გამოკითხეს აუდიოჩანაწერებში, სავარაუდოდ, მონაწილე პირები.

პროკურატურის ინფორმაციით, აუდიოჩანაწერების ავთენტურობის და მონაწილე პირთა იდენტიფიცირების მიზნით დანიშნულია ექსპერტიზები.

„მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით მიმდინარე  გამოძიების ფარგლებში, ქ.თბილისის პროკურატურამ, გამოკითხვის მიზნით, ზ.ო. 2018 წლის 4 ოქტომბერს კიდევ ერთხელ გამოიძახა, რადგან მის ჩვენებას დიდი მნიშვნელობა აქვს სამართალწარმოებისთვის.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყების შემდეგ, 2018 წლის 14 სექტემბერს, ზ.ო.-ს  ადვოკატმა პროკურატურას  განუმარტა,  რომ  მისი დაცვის ქვეშ მყოფი,  სექტემბრის  ბოლოს, დიდი ბრიტანეთიდან  საქართველოში დაბრუნების  შემდეგ  გამოცხადდებოდა  გამოკითხვაზე.

ამ ეტაპისთვის საგამოძიებო უწყებამ გამოკითხა ჩანაწერებში სავარაუდოდ მონაწილე პირები,  ომეგა ჯგუფში შემავალი სამი კომპანიის დირექტორი და კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

ამასთან, ყველა ის აუდიოჩანაწერი, რომელიც გამოძიების მიმდინარეობისას სხვადასხვა მედიასაშუალებებით  გავრცელდა, თან დაერთო სისხლის სამართლის  საქმეს.

გამოძიების ფარგლებში, აუდიოჩანაწერების ავთენტიკურობის და მონაწილე პირთა იდენტიფიცირების მიზნით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიება.

გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით ქ. თბილისის პროკურატურაში  2018 წლის 12 სექტემბერს დაწყებული გამოძიების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ეცნობება საზოგადოებას,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები