20 აპრილი 2024,   07:22
ვრცლად
ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა - ყოფილი პრემიერი გამოკვლევებისთვის კლინიკაში დატოვეს

ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ყოფილი პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი იმდენად ცუდად არის, რომ დღეს ის საავადმყოფოდან საპატიმროში აღარ დააბრუნეს და გამოკვლევებისთვის კლინიკაში დატოვეს.

მოწამლეს თუ არა ყოფილი პრემიერი, ამ კითხვაზე პასუხი ადვოკატებმა და ოჯახის წევრებმა ორი თვეა, ვერ მიიღეს. მათი განცხადებით, აგვისტოსა და სექტემბერში ვანო მერაბიშვილს სხვადასხვა კლინიკაში არაერთი კვლევა ჩაუტარეს, თუმცა, დიაგნოზი ვერ დაუსვეს.

ადვოკატებისა და ოჯახის წევრებისთვის ვანო მერაბიშვილის მძიმე მდგომარეობას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ სამოქალაქო საავადმყოფოში ის უკვე მეხუთედ გაიყვანეს.

მერაბიშვილის ადვოკატებისთვის ცინიკურია სასჯელაღსრულების დაწესებულების პოზიცია და ხელისუფლების წარმომადგენლების დამოკიდებულება.

ვანო მერაბიშვილის ადვოკატებისა და ოჯახის წევრებისთვის უცნობია, ამ ეტაპზე რა სახის კვლევები უნდა ჩაატარონ მედიკლაბის ექიმებმა, თუმცა, საეჭვოა ის გარემოება, რომ ამჯერად მერაბიშვილს ღამით კლინიკიდან არ უშვებენ.

ოჯახი მზად არის, რომ ხელისუფლების თანხმობის შემთხვევაში, მერაბიშვილისთვის სწორი დიაგნოზის დასასმელად სპეციალისტები უცხოეთიდან მოიწვიონ.

ამ შეთავაზებაზე მერაბიშვილის ახლობლები პასუხს ელოდებიან. პენიტენციურ დაწესებულებაში აცხადებენ, რომ პატიმარი ანალიზებსა და გამოკვლევებზე მოწამვლის გამოსარიცხავად გადაიყვანეს.

ყოფილ პრემიერს კლინიკა მედიქლაბიდან ხვალ გაწერენ. მისი იურისტები კი ორთვიან უშედეგო მკურნალობაზე პასუხისმგებლობას მთლიანად ხელისუფლებას, განსაკუთრებით კი იუსტიციის სამინისტროს აკისრებენ. 

დღის ამბები