19 აპრილი 2024,   04:44
ვრცლად
"ომეგა ჯგუფის" საქმე და TBC-ბანკის სკანდალი - მამუკა ხაზარაძე სკანდალურ ფოტოებზე პირველ განმარტებას აკეთებს

ომეგა ჯგუფის საქმეზე კომპრომატების ომი გრძელდება. ამჯერად კომპანიის წარმომადგენლებს TBC-ბანკი უპირისპირდება.

სკანდალური ჩანაწერებს, საიდანაც გაირკვა, რომ ბანკმა 1 მილიონი დოლარი, რომელიც ზაზა ოქუაშვილმა ბიძინა ივანიშვილს გადაურიცხა არასამუშაო დროს, კანონდარღვევით გასცა, მამუკა  ხაზარაძე დღეს პირველად გამოეხმაურა.

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს დამადასტურებელი ფოტომასალაც, სადაც ლევან ყიფიანი ბანკში, იმ კომპანიის წარმომადგენელთან ერთად, არის გადაღებული, რომელიც სათავეში ოფშორში დარეგისტრირებულ კომპანიას ედგა, TBC-ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ მილიონი დოლარი სამუშაო საათებში გაიცა და ბანკს რეგულაციები არ დაურღვევია. 

ომეგა ჯგუფში კი უკვე სამი დღეა, ამტკიცებენ, რომ ბანკს უფლება არ ჰქონდა, კომპანიის ანგარიშიდან, ჯამში, 4 მილიონამდე ლარი გაენაღდებინა, რადგან შპს ოლიმპუსის მფლობელი ოფშორში რეგისტრირებული ფირმაა, მისი მფლობელების იდენტიფიცირებაა ვერ ხდებოდა და მილიონებიც ორი დღის დაფუძნებული შპს-ს ანგარიშზე ჩაირიცხა.

ომეგა ჯგუფი TBC-ბანკს ლონდონის სასამართლოში უჩივლებს და დაარღვია თუ არა კანონი უმსხვილესმა ქართულმა საფინანსო ინსტიტუციამ ამის დადგენა, უკვე ბრიტანელ მოსამართლეს მოუწევს. 

დღის ამბები