16 ოქტომბერი 2019,   02:47
ვრცლად
მკვლელობა პოლიტიკის ნიადაგზე - ჩხუბი მეზობლებს შორის პოლიტიკაზე კამათით დაიწყო და 44 წლის კაცის მკვლელობით დასრულდა

მკვლელობა პოლიტიკის ნიადაგზე - საფიჩხიას სასაფლაოზე 44 წლის გოგიტა სოფრომაძე ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა.

ახალგაზრდა მამაკაცს 2 ტყვია თავში ჰქონდა მოხვედრილი. სისხლიანი დაპირისპირება წინ საქმის გარჩევა უძღოდა.

დაპირისპირება მამაკაცებს შორის პოლიტიკაზე კამათით დაიწყო. დაღუპულის დედა ყვება, რომ მისი შვილი მხარს ოპოზიციას უჭერდა, მეზობელი კი რომელმაც, სავარაუდოდ, გოგიტა სოფრომაძეს ესროლა, მმართველ პარტიას გულშემატკივრობდა. პოლიტიკურ ნიადაგზე კამათი ჯერ ეზოში დაიწყო, საბოლოოდ კი სასაფლაოზე საქმის გარჩევით და მკვლელობით დასრულდა.

მომხდარიდან რამდენიმე წუთში მკვლელობაში ეჭვმიტანილი მიიმალა. მისი ვინაობა სამართალდამცავებისთვის ცნობილია, თუმცა, ის ამ დრომდე პოლიციას არ დაუკავებია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

 

 

ავტორები: თაკო სურგულაძე, ედიშერ მუშკუდიანი.

დღის ამბები