16 ოქტომბერი 2019,   02:38
ვრცლად
3 შვილის დედა ოკუპანტებმა საკუთარი ბაღიდან გაიტაცეს - მაია ოთინაშვილს ცხინვალის იზოლატორში ორი თვის გატარება მოუწევს

სამი შვილის დედას ცხინვალის იზოლატორში, სულ მცირე, ორი თვის გატარება მოუწევს. მაია ოთინაშვილი რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ხურვალეთიდან გაიტაცეს. მას ჩაუსაფრდნენ და საკუთარი ბაღიდან ნიღბიანმა და შეარაღებულმა პირებმა გაიტაცეს.

თვითმხილველები ყვებიან, რომ ოკუპანტებმა ოთინაშვილი მავთულხლართებს მიღმა ძალის გამოყენებით გადაიყვანეს და ახალგორის იზოლატორში მოათავსეს.

სამი შვილის დედა სოფელ ხურვალეთის საოკუპაციო საზღვართან მოსავლის ასაღებად იყო გასული. უკვე სამი დღეა, ოჯახს არავინ დაკავშირებია და გატაცებულის მდგომარეობისა და ადგილსამყოფელის შესახებ არაფერი იციან, ერთადერთი საინფორმაციო წყარო მათთვის ქართული მედიაა.

საოკუპაციო რეჟიმი ამტკიცებს, რომ საქართველოს მოქალაქე საოკუპაციო ხაზზე მოქალაქეების უკანონოდ გადაყვანის ბრალდებით დააკავეს და მას ე.წ. სასამართლომ უკვე შეუფარდა ორთვიანი პატიმრობა. 

ცხინვალში ამტკიცებენ, რომ ოთინაშვილს მოქალაქეები, ფულის სანაცვლოდ, მავთულხლართებს მიღმა, ოკუპირებულ საქართველოში, შემოვლითი გზებით გადაჰყავდა.

ადგილობრივები დახმარებს ხელისუფლებას სთხოვენ. საქართველოს მთავრობა დღეს მხოლოდ ერთი კომენტარით შემოიფარგლა.

სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის, განცხადების მიუხედავად, სამოქალაქო აქტივისტები ხელისუფლებას აკრიტიკებენ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები