19 აპრილი 2024,   05:25
ვრცლად
"ვერ მოვთხოვთ ყველას გმირობას... შეშინებულები საუბრობენ იმას, რაც ისევ გახარიამ დაავალა" - ზაზა ოქუაშვილი მამუკა ხაზარაძეს პასუხობს

ზაზა ოქუაშვილი TBC-ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელის, მამუკა ხაზარაძის, განცხადებას ეხმაურება.

ომეგა ჯგუფის დამფუძნებელი აცხადებს, რომ TBC ბანკი ზეწოლის ქვეშ არის და შესაბამისად, მისი ხელმძღვანელობა აკეთებს იმ განცხადებებს, რასაც შს მინისტრი ეტყვის.

„მე თანავუგრძნობ ბანკს და ყველა იმ ხალხს, ვისაც არა აქვს ძალა, რომ სიმართლე თქვას, ვისაც ეშინია. ვნახე ხაზარაძე, რომელიც ახერხებს, მართლა ახსნას ტყუილებით. არც ბანკმა არ შეასრულა თავისი მოვალეობა. სამწუხაროდ, შეეშინდათ. ხაზარაძე და ბუცხრიკიძე ნახეთ, იმ დღეს, ბოლოს და ბოლოს, ბორჯომში იყვნენ და სირბილით ჩამოიყვანეს ბორჯომიდან. თქვან ჩემმა ბიჭებმა, რომ ე.ი. შემოვიდნენ ორივე ერთად, ვიღაც ახლდათ კიდევ. მერე ჩამოვიდნენ და თვითონვე, პირადად, ოპერატორ ნუნუს უთხრეს, რომ თანხა გაცემულიყო. ვერ მოვთხოვთ ყველას გმირობას. შეშინებულები საუბრობენ იმას, რაც ისევ გახარიას დავალებით მიიღეს ტელეფონის ზარით,“ - განაცხადა ზაზა ოქუაშვილმა.

სკანდალური ჩანაწერებს, საიდანაც გაირკვა, რომ ბანკმა 1 მილიონი დოლარი, რომელიც ზაზა ოქუაშვილმა ბიძინა ივანიშვილს გადაურიცხა არასამუშაო დროს კანონდარღვევით გასცა, მამუკა  ხაზარაძე დღეს პირველად გამოეხმაურა. TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ მილიონი დოლარი სამუშაო საათებში გაიცა და ბანკს რეგულაციები არ დაურღვევია. 

დღის ამბები