16 ოქტომბერი 2019,   02:39
ვრცლად
პროკურატურის მიერ წარდგენილი ვერსია სასამართლოში დასტურდება 95%-იანი ალბათობით - კობახიძე "ხორავას ქუჩის" საქმეზე

„სარალიძის საქმეში არის კონკრეტული ვერსია, პროკურატურის მიერ წარდგენილი სასამართლოში და ეს ვერსია დასტურდება, დაახლოებით, 95-პროცენტიანი ალბათობის დონეზე,“ - ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის შეფასებისას გააკეთა.

კობახიძემ დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის შედეგებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არასრულწლოვანი მოწმეები ჩვენებებს არ იძლევიან.

მისი თქმით, ისევე, როგორც პროკურატურის წევრებს, ასევე საგამოძიებო კომისიის წარმომადგენლებს არასრულწლოვანმა მოწმეებმა, მათ შორის, დაკავებულებმა ჩვენებები არ მისცეს.

დღის ამბები