16 ოქტომბერი 2019,   02:31
ვრცლად
კანაფის კულტივაცია/ექსპორტი - ირაკლი კობახიძე კანონპროექტის განხილვის შეჩერების შემდეგ პატრიარქთან გამართულ შეხვედრას იხსენებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, კანაფის კულტივაცია-ექსპორტის შესახებ კანონპროექტზე არჩევანის ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ საარჩევნო რეჟიმიდან გამომდინარე, „ეს საკითხი არის შეჩერებული“.

„ყველა ვართ საარჩევნო რეჟიმში და შესაბამისად, ამისთვის არც არავის სცალია და არც არის სწორი ამაზე საუბარი,“ - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველი პარტია საზოგადოების ინფორმირებას შეეცდება, ასევე, საპატრიარქოს წარმომადგენლების პოზიციასაც მოისმენენ.

„ჩვენ არ ვიცით, როგორ გაგრძელდება ეს ყველაფერი, ჩვენ მოვუსმენთ საზოგადოებას, მოვუსმენთ ეკლესიას. ესეც არის კიდევ ერთი პრინციპული განსხვავება ჩვენს ხელისუფლებას და წინა, საზიზღარ ნაციონალებს, შორის,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, ქვეყნის იმიჯზე ამ კანონპროექტის ძალაში შესვლა არ იმოქმედებს.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით პატრიარქთან გამართულ შეხვედრაზეც ისაუბრა.

„ჩვენი თხოვნა იყო, პირადად ჩემიც და ჩვენიც, პატრიარქის მიმართ, რომ გვსურს საუბარი ზუსტად ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ვისაუბრებთ აუცილებლად. ჩვენ გვქონდა ძალიან თბილი და ძალიან პოზიტიური შეხვედრა და ზუსტად ამაზე გვქონდა საუბარი... მთავარი არის ის, რომ ჩვენ ერთიანად შევჯერდეთ იმაზე, რომ ეს კანონპროექტი არ ითვალისწინებდა, ანუ ინიციატორს არ ჰქონდა უარყოფითი განზრახვა და კანონპროექტი არ შეიცავდა ამ უარყოფით შინაარს,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები