20 აპრილი 2024,   09:44
ვრცლად
„ომი დაიწყო რუსეთმა, თუმცა, ეს სცენარი ვერ განხორციელდებოდა "ნაცმოძრაობის" გარეშე" - ირაკლი კობახიძე ენმ-ს ღალატში ადანაშაულებს

„ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც ჩვენ ვუჭერთ მხარს, არის ადამიანი, რომლის უშუალო ძალისხმევითაც გაყვანილი იქნა რუსული სამხედრო ბაზები საქართველოდან,“ - ასე პასუხობს ოპონენტებს და საზოგადოების ნაწილის შეფასებას ომის დაწყებასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის  განცხადებაზე.

ოპოზიციამ სალომე ზურაბიშვილს "მოღალატე" უწოდა. ირაკლი კობახიძე კი ამბობს, რომ თავად "ნაციონალური მოძრაობა" არის მოღალატე, რადგან ამ პარტიამ შეუწყო ხელი რუსული სცენარის განვითარებას.

 „ომი დაიწყო რუსეთმა. სცენარი იყო რუსული, თუმცა, ეს სცენარი ვერ განხორციელდებოდა ნაცმოძრაობის გარეშე,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

დღის ამბები