24 აპრილი 2024,   10:07
ვრცლად
"რა უფლებით იჯდა ივანიშვილი ამ საქმის გარჩევაზე, რომელიც პარტიის თავმჯდომარეც კი არ იყო მაშინ" - გრიგოლ ვაშაძე "ომეგა ჯგუფის" საქმეზე

„გუშინწინ გავიღვიძეთ და აღმოვაჩინეთ, რომ საქართველო არის მაფიოზური კლანის ხელში,“ - ეს განცხადება პრეზიდენტობის კანდიდატმა ოპოზიციური გაერთიანებიდან ძალა ერთობაშია, გრიგოლ ვაშაძემ, არჩევანის ეთერში გააკეთა.

გრიგოლ ვაშაძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებებს ეხმაურება, რომელმაც ნაციონალური მოძრაობა ღალატში დაადანაშაულა. მისი თქმით, დღევანდელი ხელისუფლების გადაწყვეტილებაა, რომ სულ 9 წელზე ისაუბროს.

გრიგოლ ვაშაძის თქმით, ქვეყანაში სისტემური დანაშაულებები ხდება. ვაშაძის თქმით, საგამოძიებო უწყებებმა ომეგა ჯგუფის საქმეზე გავრცელებულ სკანდალურ ჩანაწერებში ფიგურანტი პირები უნდა გამოკითხონ.

„ყველა უნდა დაიკითხოს, ივანიშვილიდან დაწყებული და შემდეგ პროკურატურამ უნდა ჩაატაროს, რაც შეიძლება, სწრაფად გამოძიება და სასამართლოში ვიხილოთ ეს საქმე,“ - განაცხადა ვაშაძემ.

პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, თუ ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი სახელმწიფოს გადასახადს არ უხდიდა, მაშინ კანონის შესაბამისად უნდა ემოქმედათ და არ უნდა დაებარებინათ „საქმის გასარჩევად“.

„რაც მთავარია, ეუბნებიან, შენ თუ გინდა, პრობლემები დაამთავრო, ნუ გადააქცევ შენს ტელევიზიას რუსთავი2-ად, ჩაგვაბარე იბერია და ყველაფერი კარგად იქნებაო. ეს არის სამართლებრივი მხარე. ოქუაშვილი იხდიდა თუ არ იხდიდა გადასახადებს, ეს მისი და კანონის გასარკვევი არის და რა უფლებით იჯდა ივანიშვილი ამ საქმის გარჩევაზე, რომელიც პარტიის თავმჯდომარეც კი არ იყო მაშინ, მაინტერესებს უბრალოდ, „პახანია“? ან რა საქმე ჰქონდა იქ ე.წ. ბიზნესომბუდსმენ გახარიას,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

დღის ამბები