16 აპრილი 2024,   20:54
ვრცლად
ჩოხატაურის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრმა უმრავლესობა დატოვა 

ჩოხატაურის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" წევრმა ერეკლე უღრელიძემ საკრებულოს უმრავლესობა დატოვა.

შესაბამისი განცხადება მან საკრებულოს კანცელარიაში უკვე შეიტანა. დეპუტატის განცხადების არსებობს ადასტურებენ კანცელარიაშიც. 

უღრელიძის განცხადების ფოტო მასალა მოიპოვა "კურიერმა", სადაც ის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეს, ბექა გამდლიშვილს, ფრაქციის დატოვების თაობაზე მიმართავს. 

თუმცა, თავად უღრელიძე ამასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. "კურიერთან სატელეფონო საუბრისას, მან ფრაქციის დატოვების შესახებ ინფორმაცია არც უარყო და არც დაადასტურა.

„გავრცელებული ინფორმაცია ზუსტი ვერ იქნება, რადგან მე არ გამიკეთებია ამასთან დაკავშირებით საჯარო განცხადება,“ - აღნიშნა ერეკლე უღრელიძემ

 

 

 

 

დღის ამბები