18 აპრილი 2024,   19:01
ვრცლად
ოჯახის ინფორმაციით, მაია ოთინაშვილი ქარძმანის რუსულ ბაზაზე სცემეს - ომბუდსმენი

საოკუპაციო ხაზზე დაკავებულ მაია ოთინაშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის ნაცემია სახალხო დამცველი საგანგაშოს უწოდებს.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, გატაცებულის ოჯახის წევრებმა სარწმუნო წყაროზე დაყრდნობით იციან, რომ მაია ოთინაშვილს ოკუპანტები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მათი განცხადებით, ცემა მოხდა ქარძმანში განლაგებულ რუსულ ბაზაზე. მიუხედავად იმისა, რომ დაკავებულს ჰყავს ადვოკატი, მასაც არ მიეცა მაია ოთინაშვილის მონახულების საშუალება. ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, დაკავებული ამ დრომდე არ მოუნახულებია არც წითელი ჯვრის და არც სხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებს. 

ომბუდსმენი საერთაშორიო ორგანიზაციების საქმის კურსში ჩაყენებასა და დროულ რეაგირებას ითხოვს.

"ცოტა ხნის წინ დედამ განგვიცხადა,რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, ოთინაშვილი არის ნაცემი. დედა აცხადებს,რომ სარწმუნო წყარომ მიაწოდა ინფორმაცია , ჩვენ ვერც ვადასტურებთ და ვერც უარვყოფთ. მათი განცხადებით ცემა მოხდა ქარძმანში განლაგებულ რუსულ ბაზაზე თუმცა ჩემი ინფორმაციით ამ ეტაპზე არც წითელ ჯვარს და არც რომელიმე დამოუკიდებელ ორგანიზაციას საერთაშორისოს თუ ადგილობრივს არ ჰქონდა შესაძლებლობა მოენახულებინა გატაცებული.

საგანგაშოა ის ინფორმაცია რაც ვრცელდება. მნიშვნელოვანია ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია იყო დროულად ინფორმირებული ამ მწვავე სიტუაციის თაობაზე"-აცხადებს სახალხო დამცველი.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები