14 დეკემბერი 2019,   22:41
ვრცლად
ეს ქალბატონი პრეზიდენტობის კანდიდატი კი არაა, საკუთარ სამშობლოზე დაშნააღმართული, მართვადი არსებაა - ნათელაშვილი ზურაბიშვილზე

„ლეიბორისტული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილის მიერ ეთნიკურ სომხებთან შეხვედრის დროს გაკეთებულ განცხადებას  გამოეხმაურა, როდესაც მან მიხეილ სააკაშვილი თურქი ეროვნების მოსახლეობის მიმართ პრივილეგიების მინიჭებაში დაადანაშაულა.

შალვა ნათელაშვილმა „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს „სამშობლოზე დაშნააღმართული, მართვადი არსება“ უწოდა. „ლეიბორისტების“ ლიდერის თქმით, სალომე ზურაბიშვილი გეგმავს, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნოს.  

„მე მინდა, ჩაგიზუსტოთ, ეს ქალბატონი პრეზიდენტობის კანდიდატი კი არაა, ეს არის საკუთარ სამშობლოზე დაშნააღმართული, მართვადი არსება, რომლის მიზანია გაპრეზიდენტებისთანავე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა ცნოს კრემლისა და პუტინის შეფასებით. თუ ამაში კიდევ ვინმეს ეჭვი ეპარება, ის ან კობახიძეა, ან საერთოდ ჭკუადამთხვეული,“- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები