19 ნოემბერი 2019,   03:38
ვრცლად
ძალადობა გატაცებულ ოთინაშვილზე - საგარეო საქმეთა სამინისტროში საგანგებო შეხვედრა იმართება

ოკუპანტების მიერ გატაცებული მაია ოთინაშვილის საქმეზე ამ წუთებში საგარეო საქმეთა სამინისტროში საგანგებო შეხვედრა იმართება. შეხვედრას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან.

შეხვედრას წინ უძღოდა პრემიერის განცხადება, რომლითაც მან საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა დღესვე პირადად შეხვდეს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს მათ მომხდართან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, სოფელ ხურვალეთთან ე.წ. მესაზღვრეების მიერ დაკავებულ 37 წლის მაია ოთინაშვილი 29 სექტემბერს გაიტაცეს. 

დღის ამბები