16 აპრილი 2024,   16:58
ვრცლად
მერაბიშვილს ჰორნერის სინდრომი დაუდგინდა, თუმცა მიზეზი კვლავ უცნობია - მედიკოსთა კონსილიუმი დასრულდა 

ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ზუსტი ინფორმაცია ამ დრომდე არ არსებობს. ექიმების სამ საათიანი კონსილიუმი დასრულებულია. ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილის ინფორმაციით, კონსულტაციების შედეგად მედიკოსები შეთანხმდნენ, რომ საქმე აქვთ ნამდვილად ჰორნერის სინდრომთან. თუმცა რამ გამოიწვია დაავადება ამის დადგენა კვლავ ვერ ხერხდება.

„ყველა ექიმი შეჯერდა იმაზე, რომ ისევ იგივე ნიშნულზე ვართ და ეს არის ჰორნერის სინდრომი. რითია გამოწვეული ამის შესახებ უჭირთ საუბარი. იქ იყო   რაღაც განსხვავებული აზრები. ახლა მიმდინარეობს მათი მოსაზრებების დაფიქსირება.  როდესაც  გადმოგვცემენ ამ დოკუმენტს ბუნებრივია უფრო მეტი გვეცოდინება. მაგრამ ის დაზუსტებით  შემიძლია გითხრათ, რომ როდესაც მათ გასინჯეს მერაბიშვილი, მათ  პრაქტიკულად  უთხრეს ის, რომ ჩავარდნილი თვალი შეიძლება დარჩეს ესე. შეიძლება გაუმჯობესდეს, შეიძლება არ გაუმჯობესდეს,“-განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა და აღნიშნა, რომ ექიმების ამ ეტაზპე აცხადებენ, რომ დამატებითი მკურნალობის დანიშვნის აუცილებლობას ვერ ხედავენ,

ყოფილი პრემიერ -მინისტრი, მდგომარეობის უკიდურესად გართულების შემდეგ კლინიკაში გუშინ მოათავსეს. მას სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში დღეს დააბრუნებენ.

დღის ამბები