ევროკავშირთან აღებული ვალდებულებები და გაზის სექტორის საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგება - ამ თემაზე ფართო დისკუსია მიმდინარეობს.
მაღალი დონის პოლიტიკურ შეხვედრაზე 2 წლის განმავლობაში კანონში შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ, რომელმაც არსებული ხარვეზები უნდა მოაწესრიგოს.
ღონისძიება ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება და მასში ამ სფეროს სპეციალისტებთან ერთად ეკონომიკის მინისტრის მოადგილე - ნათელა თურნავა იღებს მონაწილეობას.
„ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში მოგეხსენებათ, რომ საქართველოს აქვს ნაკისრი ვალდებულებები ეტაპობრივი ჰარმონიზაციის თვალსაზრისით და სწორედ ამ კონტექსტში ჩვენი მთავრობა და კერძოდ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო ახორციელებს ენერგეტიკული ბაზრის გარდაქმნას იმდაგვარად, რომ მივესადაგოდ ევროკავშირის მიღებულ სტანდარტებს,“ - განაცხადა ნათელა თურნავამ.