25 აგვისტო 2019,   16:22
ვრცლად
ორი გარდაცვლილი და ორი დაშავებული - ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში 

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში მსხვერპლით დასრულდა. აეროპორტის გზატკეცილზე ერთმანეთს ავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. გარდაცვლილია ორი ადამიანი, ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლია, ის საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. დაშავებულია ორი ადამიანი. 

როგორც "რუსთავი2"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

დღის ამბები