14 ნოემბერი 2018,   01:21
ვრცლად
შეძახილები და სიტყვიერი დაპირისპირება გურჯაანში - სალომე ზურაბიშვილი ამომრჩეველთან შეხვედრაზე სპეციალური კორიდორით შეიყვანეს

სალომე ზურაბიშვილს გურჯაანში შეძახილებით დახვდნენ. საპრეზიდენტო კანდიდატი მხარდამჭერებთან შეხვედრაზე კულტურის სახლში სპეციალური კორიდორით შეიყვანეს.

ის მოქალაქეები, რომლებიც კანდიდატის წინააღმდეგ გამოდიან აცხადებენ, რომ ზურაბიშვილს, რომელმაც ომის დაწყება საქართველოს დააბრალა, პრეზიდენტობის უფლება არ აქვს.

„მისი გამოსვლა ყოველდღიურად არის მოღალატეობრივი გამოსვლა. თუნდაც, ის რომ იყო სამცხე-ჯავახეთში. თუნდაც მისი განცადება, რომ ომი საქართველომ დაიწყო. თუნდაც მისი არაქართული. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ეს არ არის ღირსი, იყოს საქართველოს პრეზიდენტი,“ - აცხადებს ადგილობრივი.

ხმაური იყო შეხვედრის დასრულების შემდეგაც. ერთმანეთს ზურაბიშვილის მხარდამჭერები და აქციის მონაწილეები დაუპირისპირდნენ. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ ზურაბიშვილი ყოველდღიურად ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს აკეთებს.

„საქართველოს განგრენა ხარ შენ და არა აფხაზეთი,“ - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

 

დღის ამბები