14 ნოემბერი 2018,   01:21
ვრცლად
საკადრო ცვლილებები განათლების სამინისტროში - მინისტრმა ახალი თანამშრომლები წარადგინა 

განათლების მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს. მიხეილ ბატიაშვილმა თანამდებობაზე ნათია ზედგენიძე წარადგინა.

„მისი საკურატორო სფერო იქნება სამინისტროს ადმინისტრაციული საქმიანობის ყველა მიმართულების კოორდინაცია და კონტროლი,“ - განაცხადა მინისტრმა.

განათლების სამინისტროში საკადრო ცვლილების შემდეგ მინისტრმა ახალი თანამშრომლები დაასახელა.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მაია მიმინოშვილი სოფო გორგოძემ შეცვალა.

განათლების ხარისხის ცენტრს გიორგი ვაშაკიძე უხელმძღვანელებს, რომელმაც თამარ სანიკიძე შეცვალა. მანდატურის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა კვლავ ვაკანტურია.

„ეს არის გუნდი, რომელიც ვფიქრობთ, საკმაოდ კომპეტენტურად გაუძღვება რეფორმების მიმართულებას,“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

დღის ამბები