25 აგვისტო 2019,   16:17
ვრცლად
"საზოგადოებრივი აზრი არის ძალიან გაყოფილი, მაგრამ თანხმდება იმაში, რომ მას არ მოსწონს დღევანდელი ჭაობი" - უგულავა პარტიის კვლევაზე

"ევროპული საქართველოს" კვლევა ორი პოლიტიკური პოლუსის არსებობას გამორიცხავს - აცხადებს პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა.

უგულავას თქმით, BCG-ის მიერ ჩატარებული კვლევით, დასტურდება, რომ საზოგადოებაში არსებობს მყარი პოზიცია და სახელისუფლებო კანდიდატს ორი ოპოზიციონერი კანდიდატი ამარცხებს. 

„როდესაც ჩვენ გვაქვს სამი კანდიდატი და ორი ოპოზიციური კანდიდატი უსწრებს სახელისუფლებო კანდიდატს, საუბარი იმაზე, რომ არის ორი პოლუსი ეს არის საზოგადოების მოტყუება და თვალში ნაცრის შეყრა.

საზოგადოებრივი აზრი არის ძალიან გაყოფილი, მაგრამ თანხმდება იმაში, რომ მას არ მოსწონს დღევანდელი ჭაობი, არ უნდა წარსულში დაბრუნება, მას სურს საიმედო ხვალინდელი დღე და ამ თვალსაზრისით ყველაზე კარგი შანსები მათ შორის მეორე ტურის გათვალისწინებით, აქვს სწორედ დავით ბაქრაძეს,“-აცხადებს გიგი უგულავა.

ამავე თემაზე
დღის ამბები