18 აპრილი 2024,   11:30
ვრცლად
რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახური გლობალურ კიბერთავდასხმებში დაადანაშაულეს

რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახური გლობალურ კიბერთავდასხმებში დაადანაშაულეს. ბრალდებები მოსკოვს ნიდერლანდებმა, ბრიტანეთმა, ახალმა ზელანდიამ და ავსტრალიამ წაუყენეს.

ნიდერლანდების უშიშროების სამსახურმა დაადგინა, რომ რუსეთის სამხედრო დაზვერვა ჰააგაში ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის კომპიუტერული სისტემის გატეხვას ცდილობდა.

აპრილში უწყების 4 თანამშრომელი დააკავეს და ქვეყნიდან გააძევეს. იმ დროს ორგანიზაცია სკრიპალების მოწამვლას და სირიაში მომხდარ ქიმიურ თავდასხმას იკვლევდა. ასევე დადგინდა, რომ ГРУ-ს თანამშრომლები დონბასში ჩამოგდებულ ბოინგზე საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის მასალების მოპარვასაც აპირებდნენ.

დღეს ჰოლანდიაში გამოვლენილ 4 აგენტს და მათ სამ რუს კოლეგას ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტმა ოფიციალური ბრალიც წაუყენა.

დღის ამბები