24 აპრილი 2024,   18:08
ვრცლად
„თბილისობასთან“ დაკავშირებით რამდენიმე ქუჩაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება სრულად იკრძალება

„თბილისობასთან“ დაკავშირებით დედაქალაქში ავტომანქანების გადაადგილება ხვალიდან იზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყება შეცვლილი მარშრუტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 

„ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება:

დილის 05:00 საათიდან, ევროპის მოედანსა და მეტეხის ხიდზე, ასევე, აბანოთუბნიდან გორგასლის მოედნის მიმართულებით. მოძრაობა შესაძლებელი იქნება თუმანიანის ქუჩიდან კოტე აფხაზის ქუჩის გავლით.

21:00 საათიდან კი - რესპუბლიკის მოედანზე.

რუსთაველის გამზირზე ავტომანქანების ნაკადი იმოძრავებს მეცნიერებათა აკადემიის მიმართულებით, ელბაქიძისა და კოსტავას ქუჩების გავლით.

მოძრაობა შეიზღუდება ახვლედიანის მოედანსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო სრულად დაიკეტება ბარათაშვილის ხიდის მარცხენა პანდუსი.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს მისთვის განკუთვნილ ზოლში, კერძოდ, ახვლედიანის აღმართიდან ბარათაშვილის ხიდისა და წმ. ნიკოლოზის ეკლესიის მიმართულებით.

სატრანსპორტო მოძრაობა "თბილისობის" დღესასწაულის დასრულებისთანავე სრულად აღდგება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები