19 აპრილი 2024,   03:42
ვრცლად
"უპირველეს ყოვლისა აღელვებს ამ ხალხს სახელმწიფოს ბედი" - პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე საბურთალოს მოსახლეობას შეხვდა

გაერთიანებული ოპოზიციის მოძრაობა "ძალა ერთობაშია"-ს პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე საბურთალოს მოსახლეობას შეხვდა და მოძრაობის ხედვები და გეგმები გააცნო.

მისი თქმით, ხელისუფლება, რომელიც ძალადობს და ატერორებს ბიზნესს და თავისუფალ მედიას, აპირებს მარიხუანის პლანტაციის გაშენებას, და პირადი გამდიდრებისთვის ძარცვავს ხალხს, 28 ოქტომბერს დამარცხდება. 

„ამ ხალხს, რომელიც არ შეიკრიბა, უზარმაზარი ენერგიის და მოთმინების მქონე მხარდამჭერებს, მათ აღელვებთ ყველაფერი ის, რაც დანარჩენი საქართველოს მოქალაქეებს. იცით რა აღელვებთ? მიუხედავად იმისა, რომ არ არის სამუშაო, არ არის სტაბილური შემოსავალი, ეს არა. უპირველეს ყოვლისა აღელვებს ამ ხალხს სახელმწიფოს ბედი,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. 

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი დარწმუნებულია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე საქართველოს მოქალაქეებს საკუთარ არჩევანი უკვე გაკეთებული აქვს.

„ყოველ შეხვედრაზე, დღითიდღე უფრო ვრწმუნდები, რომ თბილისს, ისევე როგორც მთელს საქართველოს, საკუთარი არჩევანი უკვე გაკეთებული აქვს. მინდა ვთქვა, რომ ეს არჩევნები ნამდვილად არ არის „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ და 28 ოქტომბერს, მთელი საქართველო ერთხმად აირჩევს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტად გრიგოლ ვაშაძეს და ამ ქვეყანას ჩვენ ისევ დავაბრუნებთ წინსვლისა და განვითარებს გზაზე,“ - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

 

 

 

დღის ამბები