22 სექტემბერი 2019,   06:33
ვრცლად
ფოთში ჭავჭავაძის ქუჩა გადაკეტილია - მოსახლეობა ქარხანა "კავკასიური მეტალის“ მუშაობას აპროტესტებს

ფოთში ჭავჭავაძის ქუჩა გადაკეტილია. ადგილობრივები მათ საცხოვრებელთან ახლოს ქარხანა "კავკასიური მეტალის“ მუშაობას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეების თქმით, საწარმოდან გავრცელებული მტვერი მათ ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

ადგილობრივები მძიმეწონიანი მანქანების გადაადგილებასაც აპროტესტებენ და ტერიტორიიდან გასახლებას ითხოვენ.

მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, მოსახლეობა საპროტესტო აქციების გაგრძელებით იმუქრება.

დღის ამბები