24 აპრილი 2024,   00:34
ვრცლად
"ჩანაწერები მტკიცებულებად ვინმე პირის ბრალეულობისთვის ვეღარ გამოდგება" - ლევან ყიფიანის ადვოკატი ექსპერტიზის დასკვნით კმაყოფილია

ეს ჩანაწერი ვინმე პირის ბრალეულობისთვის აღარ გამოდგება - ეს განცხადება, სკანდალური ჩანაწერების მთავარი ფიგურანტის, სპორტის ყოფილი მინისტრის ლევან ყიფიანის ადვოკატმა გააკეთა. 

შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ დასკვნა ზუსტად ემთხვევა ლევან ყიფიანის იმ განცხადებებს, რომელიც მან სასამართლო წესით დაკითხვისას გააკეთა.

„დასკვნა ემთხვევა ზუსტად იმ ჩვენებას, რაც ლევან ყიფიანმა მისცა. ის, რომ გარკვეული მოლაპარაკება და თხოვნა იყო ოქუაშვილის მხრიდან, რომ გარკვეული ფრაზები გაეჟღერებინა და ა.შ. 

თუმცა, ლევან ყიფიანმა დაკითხვისას განაცხადა, რომ ის საუბრებიც კი, რომელიც ჰქონდა ბატონ ოქუაშვილთან ისიც კი დამონტაჟებული იყო და შესაბამისად ეს მასალა, რომელიც გავრცელდა პროცესზე ბატონმა ლევანმა  ასე განაცხადა, რომ იყო დამონტაჟებული.

ეს დასკვნა გვეუბნება მხოლოდ იმას, რომ იგი მტკიცებულებად ვინმე პირის ბრალეულობისთვის ვეღარ გამოდგება, რადგან არის ჭრელი და ავთენტიკური არ არის"-აცხადება ადვოკატი.

პროკურატურამ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის შედეგები გამოაქვეყნა. დასკვნის მიხედვით, სკანდალური აუდიოჩანაწერები, რაზეც გამოძიებაა დაწყებული დამონტაჟებულია. ჩანაწერში ფიქსირდება ხშირი წყვეტა და ის ავთენტიკური არ არის. 

ავტორი : ნინო გაზდელიანი

დღის ამბები