25 აპრილი 2024,   03:16
ვრცლად
ჩვენ უნდა გადავდგათ უფრო ეფექტური ნაბიჯები - აქცია მაია ოთინაშვილის განთავისუფლების მოთხოვნით

ოკუპანტების მიერ გატაცებული მაია ოთინაშვილის განთავისუფლების მოთხოვნით აქცია გამართეს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა.

აქციის მონაწილეებმა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს, გაეროსა და საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსს თხოვნით მიმართეს, დაუყოვნებლივ მოხდეს რუსული საოკუპაციო რეჟიმის მიერ, გატაცებული სამი შვილის დედის განთავისუფლება.

„ჩვენ უნდა გადავდგათ უფრო ეფექტური ნაბიჯები. ასევე ჩვენ მოვითხოვეთ, რომ დავიწყოთ უკვე ფიქრი იმაზე, რომ გვჭირდება უფრო ეფექტური,  მშვიდობიანი ფორმატები, განახლებული ინოვაციური ფორმატები ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვის და აღდგენისთვის და იმისთვის რომ ჩვენ არ გვიკლავდნენ გიგა ოთხოზორიასავით, არ გვიკლავდნენ არჩილ ტატუნაშვილივით საკუთარ მოქალაქეებს და არ იტაცებდნენ ქალბატონ მაია ოთინაშვილს.“ - განაცხადა ირაკლი ღლონტმა.

დღის ამბები