20 აპრილი 2024,   00:27
ვრცლად
ტელევიზიაში გასულ მასალას ბუნებრივია მონტაჟის კვალი ექნებოდა - "ომეგა ჯგუფის" გენერალური დირექტორი პროკურატურას პასუხობს 

”ომეგა ჯგუფის” გენერალური დირექტორი ამბობს, რომ სამხარაულის ექსპერტიზამ არასათანადო ფაილები შეისწავლა და სწორედ ამიტომ დაადგინა, რომ მასალა დამონტაჟებულია.

უფრო კონკრეტულად კი, ლევან აღდგომელაშვილი ფიქრობს, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ დასკვნა მხოლოდ იმ ჩანაწერებზე დაწერა, რომელიც ეთერში გავიდა და რომელიც ცხადია დამონტაჟებული იქნებოდა.

აღდგომელაშვილი ფიქრობს, რომ ექსპერტიზა არასწორი მიმართულებით განზრახ ჩატარდა.

„ეთერში გასულ ვიდეომასალებს ბუნებრივია ექნებოდა სატელევიზიო მონტაჟი გავლილი. ორი კვირა ნამდვილად არ სჭირდებოდა იმის დაწერას, რომ ამ მასალებს მონტაჟი აღენიშნებოდა, მაქსიმუმ ორი საათშიც შეიძლებოდა ეს დაედგინა.

მათ იცოდნენ, რომ ამ მასალებს ექნებოდა მონტაჟის კვალი, მათ ეს აწყობდათ და სწორედ ამიტომ არასათანადო ფაილების შესწავლა მოხდა“-ამბობს ლევან აღდგომელაშვილი.

პროკურატურამ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის შედეგები გამოაქვეყნა.

დასკვნის მიხედვით, სკანდალური აუდიოჩანაწერები, რაზეც გამოძიებაა დაწყებული დამონტაჟებულია. უწყებაში ამბობენ, რომ ჩანაწერში ფიქსირდება ხშირი წყვეტა და ის ავთენტიკური არ არის. 

ავტორი : ნინო გაზდელიანი

ამავე თემაზე
დღის ამბები