20 აპრილი 2024,   10:51
ვრცლად
229 შესწორება - ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ ანგარიშში შესატანი ცვლილებები გამოაქვეყნა

ევროპარლამენტმა ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებასთან დაკავშირებით ანგარიშში შესატანი ცვლილებები გამოაქვეყნა. დოკუმენტში 229 შესწორება შევიდა, მათ შორის "რუსთავი 2"-თან დაკავშირებითაც. ანგარიშის პროექტში ჩაიწერა, რომ ევროპარლამენტარები საჭიროდ მიიჩნევენ სრულყოფილი გამოძიების ჩატარებას.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სასამართლო პროცესი პოლიტიკური ჩარევისგან თავისუფალი უნდა იყოს.

ცვლილებები ეხება აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცებისა და ვანო მერაბიშვილის საქმეებსაც. ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეასრულოს ყოფილ პრემიერთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება.

დღის ამბები