19 ივლისი 2019,   04:24
ვრცლად
„ბიძინა ივანიშვილის კადრები წამყვან პოზიციებზე“ - "გამჭვირვალობა-საქართველო" არაფორმალურ მმართველობაზე მიუთითებს

„ბიძინა ივანიშვილის კადრები წამყვან პოზიციებზე“ - კვლევას ამ სახელწოდებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ გამოაქვეყნა. არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, ქვეყნის ყველაზე წამყვან თანამდებობზე ბოლო 2 წლის განმავლობაში ყოფილი პრემიერ-მინისტრის 17 კადრი დაინიშნა. მათ შორის არიან მთავრი პროკურორი შალვა თადუმაძე, შემოსავლების სამსახურის უფროსი და სუს-ის უფროსის მოადგილე.  ამ პირებმა კარიერა ბანკი „ქართუ"-დან ან ივანიშვილთან დაკავშირებულ სხვა კომპანიებში დაიწყეს.

გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციის მკვლევარები მიიჩნევენ, რომ ამ გარემოებით ქვეყნაში არაფორმალურ მმართველობა დასტურდება.

„ქართუ ჯგუფის” და კომპანია ”ელიტა ბურჯი"-ის ყოფილი თანამშრომლები მაღალ თანამდებობებს აღმასრულებელ ხელისუფლებაში, მთავრობაში, ძალოვან უწყებებში, ადგილობრივ თვითმმართველობებში, სასამართლოსა და საზოგადოებრივ მაუწყებელში იკავებენ.

კვლევის მიხედვით, 2015 წელს მაღალ თანამდებობას ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული 38 ადამიანი იკავებდა, თუმცა რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ კვლევა თანამდებობის პირების ქონებრივ დეკლარაციებზე დაყრდნობით მოამზადა.

სამოქალაქო სექტორი საჯარო უწყებებში ნეპოტიზმის ფაქტების საშიშ ტენდენციაზეც მიუთითებს.

ორგანიზაციის კვლევაში მოხვდა ის ცხრა თანამდებობის პირიც, რომელთა ოჯახის წევრებიც ამ დრომდე ბიძინა ივანიშვილის კომპანიებში არიან დასაქმებულები. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ უახლოეს პერიოდში ამ მიმართულებით კიდევ ერთი კვლევის გასაჯაროებას გეგმავს.

ამავე თემაზე
დღის ამბები