19 ივლისი 2019,   21:48
ვრცლად
პირობას ვაძლევ ჩვენს ამომრჩეველს, არავის მივცემთ ნებას შეეხოს ქართველი ხალხის არჩევანს - გრიგოლ ვაშაძე

გაერთიანებული ოპოზიციის მოძრაობა "ძალა ერთობაშია"-ს საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, ნაძალადევის მოსახლეობას შეხვდა. 

გრიგოლ ვაშაძემ ადგილობრივებს სამომავლო გეგმები და საარჩევნო პროგრამა გააცნო. საპრეზიდენტო კანდიდატის განცხადებით, ქვეყანა ბიძინა ივანიშვილის მაფიოზური კლანის მიერ იმართება.

ვაშაძემ მთავრობის იმ ინიციატივაზეც ისაუბრა, რომელიც კანაფის კულტივაცია ექსპორტს გულისხმობს. მისი განცხადებით, 28 ოქტომბრიდან დაიწყება ხელისუფლების ჩანაცვლების პროცესი და ხელისუფლებაში მოვა ეროვნული კოალიციური მთავრობა, რომელიც ხალხის ინტერესებზე იქნება ორიენტირებული.  


„მაქვს კითხვა - ხომ მზად ხართ, რომ დავიცვათ ჩვენი გამარჯვება და ხომ არ გააყალბებინებთ ამ არჩევნებს? კიდევ ერთხელ პირობას ვაძლევ ყველა ჩვენს ამომრჩეველს თუ მხარდამჭერს, საქართველოს ყველა მოქალაქეს, არავის მივცემთ ნებას შეეხოს ქართველი ხალხის არჩევანს.

"ყველაფერი გაკეთდება საქართველოს კანონმდებლობის  და ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის ფარგლებში. ჩვენ კანონმორჩილი ხალხი ვართ და არაფერს არ ვაკეთებთ , გარდა იმისა, რომ მონაწილეობას ვღებულობთ არჩევნებში და მოვითხოვთ  ე.წ. ხელისუფლებისგან ამ არჩევნების პატიოსნად ჩატარებას,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

დღის ამბები