20 აპრილი 2024,   00:37
ვრცლად
დავით ბაქრაძემ მოსახლეობას თბილისობა მიულოცა

თბილისობის დღესასწაული ადგილობრივებს და დედაქალაქის სტუმრებს ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა მიულოცა.

დავით ბაქრაძე თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებებს ევროპის მოედანზე ესწრება.

„მინდა, თითოეულ თბილისელს მივულოცო ჩვენი საყვარელი ქალაქის დღესასწაული და ვისურვო ის, რაც დღეს ძალიან გვაკლია - მეტი სითბო, მეტი იმედი, მეტი რწმენა ხვალინდელი დღის, მშვიდობა და უკეთესობა თითოეულ ოჯახში,“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 

 

დღის ამბები