23 აპრილი 2024,   14:02
ვრცლად
უნდა ველოდოთ უმსგავსო პროვოკაციას, დეზინფორმაციას, ცილისწამებას, ჭორებს ჩვენი კანდიდატის წინაღმდეგ - ნიკოლოზ ვაშაკიძე

„ალბათ, ხედავთ, რომ კამპანია ბინძურ სტადიაში შედის,“- ასე მიმართა საზოგადოებრივი მოძრაობა ახალი ერთობა საქართველოსთვის დამფუძნებელმა, ნიკოლოზ ვაშაკიძემ, მოსახლეობას ლანჩხუთში, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი ამომრჩევლებს ხვდება.

ვაშაკიძის თქმით, წინასაარჩევნოდ შესაძლოა, ძალა ერთობაშიას კანდიდატის მისამართით დეზინფორმაციები გავრცელდეს.

„უნდა ველოდოთ უმსგავსო პროვოკაციას, დეზინფორმაციას, ცილისწამებას, ჭორებს, რომელსაც ჩვენი კანდიდატის წინაღმდეგ ააგორებენ. ამიტომ მოგიწოდებთ, რომ დააკვირდეთ ფაქტებს და არა ჭორებს და გადაწყვეტილება მივიღოთ იქიდან, ვის რა უკეთებია და ვის რისი გაკეთება შეუძლია,“- განაცხადა ნიკოლოზ ვაშაკიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძემ საგარეო საქმეთა მინისტრობის პერიოდში გრიგოლ ვაშაძის მიღწევებზე ისაუბრა.

„მინდა, იცოდეთ, რომ საქართველო მოექცა მძიმე იზოლაციაში, როდესაც 2008 წლის ომი დამთავრდა, ყველამ კი დაგმო ეს აგრესია, მაგრამ რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭება გასაგები მიზეზების გამო, არ უნდოდათ. ერთი წლის მანძილზე არცერთი მაღალი დონის ვიზიტი საქართველოში, არცერთი ჩვენი ვიზიტი გარეთ, სრული იზოლაცია ჩვენი დიპკორპუსის, ამ დროს საბედნიეროდ საგარეო უწყების სათავეში მოდის ბატონი გრიგოლი და სასწაული ხდება, ყველა მსხვილი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრი რამდენიმე თვეში ხდება მისი მეგობარი და ის ახერხებს, რომ ამ უმწვავეს პრობლემებს ტელეფონის ზარით წყვეტს,“ - განაცხადა ვაშაკიძემ.

 

დღის ამბები