19 აპრილი 2024,   23:12
ვრცლად
"ქართული ოცნება" და მათი საპრეზიდენტო კანდიდატი არასამთავრობოების მიმართ ფრონტალურ შტურმზეა გადასული - სერგი კაპანაძე

„სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ჩვენ ვხედავთ, რომ ქართული ოცნება, ისევე როგორც მათი საპრეზიდენტო კანდიდატი პირდაპირ გადასულია ფრონტალურ შტურმზე არასამთავრობოების მიმართ,“ - ასე შეაფასა ევროპული საქართველოს წევრმა, სერგი კაპანაძემ, სალომე ზურაბიშვილის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკას.

ოპოზიციის წარმომადგენლის განცხადებით, მმართველი გუნდის მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი ქართული ოცნების რიტორიკას აგრძელებს.

„ისინი მარტო არიან დარჩენილები, აბსოლუტურად არავინ იზიარებს მათ პოზიციას. ეს ძალიან კარგად გამოჩნდა მთელ რიგ საკითხებში, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებების, შეფასებების დროსაც. ის, რომ სალომე ზურაბიშვილი ცდილობს, ამოეფაროს ქალის საკითხს,  თითქოს, მას არ იცავენ, ეს არასერიოზულია, მან დაიმსახურა კრიტიკა, რადგან ქსენოფობიური განცხადებები გააკეთა, მან გააკეთა ისეთი განცხადებები, რომლებიც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ვნებს. ის საბოლოო ჯამში არის კანდიდატი, რომელიც ჩემი აზრით, ქვეყნისთვის იქნება დამღუპველი,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები