25 აპრილი 2024,   14:52
ვრცლად
დაპირისპირების გაღვივებაში მედიის, როგორც ინსტრუმენტის გამოყენება ხდება - თამარ ხულორდავა

„ეს არის პოლიტიკური გარემოს პოლარიზების ბრალი, რომელშიც დიდი წვლილი აქვთ, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ აქტორებს,“ - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სალომე ზურაბიშვილის მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკას.

თამარ ხულორდავამ საზოგადოების პოლარიზებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაპირისპირების გაღვივებაში მედიასაც იყენებენ.

„სამწუხაროდ, დაპირისპირების გაღვივებაში მედიის, როგორც ინსტრუმენტის გამოყენება ხდება. სამოქალაქო საზოგადობა საზოგადოების ნაწილია, საზოგადოება კი, სამწუხაროდ, არის პოლარიზებული. არ მინდა, რომ დიდხანს ვიყოთ ურთიერთდაპირისპირების მსხვერპლი. ვერც კერძო სექტორი, ვერც მესამე სექტორი, სამოქალაქო საზოგადოება საზოგადოებისგან იზოლირებულად არ არსებობს,“ - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები