24 აპრილი 2024,   06:02
ვრცლად
ოპერის ლეგენდას, მონსერატ კაბალიეს ბარსელონაში ორშაბათს დაკრძალავენ

ოპერის ლეგენდას მონსერატ კაბალიეს ბარსელონაში ორშაბათს დაკრძალავენ. ცნობილ სოპრანოსთან გამოსამშვიდობებელი ცერემონია კი ხვალ გაიმართება.

მონსერატ კაბალიე 85 წლის ასაკში ბარსელონის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა.

მომღერლის კარიერა ნახევარ საუკუნეზე მეტხანს გრძელდებოდა. მსოფლიოს ყველაზე ცნობილ კლასიკურ იტალიურ ოპერებში შეასრულა წამყვანი როლები, იმღერა ცნობილ საოპერო მომღერლებთან ერთად, როგორებიც პლასიდო დომინგო, ლუჩიანო პავაროტი და ხოსე კარერასი არიან.

ლეგენდარული მუსიკოსის ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი სხვების დახმარება იყო, 50 წელზე მეტი ის გაჭირვებულ და ავადმყოფ ბავშვებს ეხმარებოდა. სწორედ ამ მიზნით, ის 2007 წელს 14 დეკემბერს საქართველოში პირველად ჩამოვიდა. საქველმოქმედო მიზნით გაერთიანება პაატა ბურჭულაძემ სთხოვა.

მონსერატ კაბალიე იყო პირველი ვინც აფხაზეთიდან დევნილი გოგოს საოპერაციოდ თანხა გაიღო. ლეგენდარული მომღერლის მხარდაჭერა ერთჯერადი არ ყოფილა. 2011 წელს კაბალიეს პატრონაჟით ბარსელონას გრანდ თეატრ ლისეუში გალა კონცერტი გაიმართა. საღამოს მთავარი მიზანი 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების შვილების მხარდაჭერა იყო.

 

დღის ამბები