17 აპრილი 2024,   01:35
ვრცლად
თბილისობის მეორე დღე - თბილისის მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიებები ისევ ჩატარდება

თბილისობის მეორე დღე. ღონისძიებები დედაენის ბაღში, რიყის პარკში, პირველი რესპუბლიკისა და ევროპის მოედნებზე, მეიდანზე და ლეღვთახევშია დაგეგმილი.

დღესვე ბარათაშვილის ქუჩაზე კომპოზიტორ რევაზ ლაღიძის ბიუსტი გაიხსნება. საღამოს კი პირველი რესპუბლიკის მოედანზე, თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება და გრანდიოზული გალა-კონცერტი შედგება.

გუშინ დღის ბოლოს კი თბილისობასთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერის სახელით მთაწმინდის პარკში საზეიმო მიღება გაიმართა.

„მე მესმის ყველა ის გამოწვევა, რომელიც აწუხებს ჩემს ქალას, რომელიც აწუხებს ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ჩვენ ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ გავუმკლავდებით ამ პრობლემებს და დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ქალაქი იქნება სავსე ადამიანებით, რომლებიც იქნებიან ბედნიერები,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები