19 აპრილი 2024,   11:29
ვრცლად
„ჩანაწერების ავტორების რეპუტაციის მიმართ არის სერიოზული შეკითხვები, მათ აქვთ ფალსიფიცირებული ბიზნესი" - ოდიაშარია "ომეგას" საქამეზე საუბრობს

„ჩანაწერების ავტორების მიმართ არის  პირველ რიგში სერიოზული შეკითხვები,“ - ეს განცხადება ბექა ოდიშარიამ "ომეგა ჯგუფის" საქმეზე გავრცელებულ ახალი ჩანაწერებთან დაკავშირებით გააკეთა. უმრავლესობის წევრი დარწმუნებულია, რომ ჩანაწერები ფალსიფიცრებულია.

„ჩანაწერების ავტორების მიმართ არის პირველ რიგში სერიოზული შეკითხვები. მათი რეპუტაციის მიმართ, მათი პატიოსნების მიმართ. მათ  აქვთ ფალსიფიცირებული ბიზნესი, ცხოვრება და შესაბამისად არაფერი არ არის ჩემთვის იმაში გასაკვირი, რომ ამ ჩანაწერებში   უდიდესი ნაწილი იყოს  ფალსიფიცირებული. როდესაც იწყება ბინძური კამპანია ან რამეს შეთითხვნა ადამიანის, ან მოვლენის წინააღმდეგ შემდეგ როგორც წესი ახერხებენ ადამიანები რომ გაავრცელონ  ჭორ-მართალი ძირითადად საიდანაც ყველაფერი ტყუილი არის“-განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

”კურიერის” მიერ მოპოვებული მორიგი სკანდალური ფარული ჩანაწერებიდან დგინდება, რომ "ომეგა" ჯგუფისთვის ხელისუფლებას მხოლოდ 4 მილიონი ლარი არ წაურთმევია. რეკეტის შედეგად ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილს ოთხ მილიონ დოლარს სთხოვდნენ. მოლაპარაკებების დროს ოქუაშვილი ინტერესდება, არის თუ არა საქმის კურსში ბიძინა ივანიშვილი? მას ეუბნებიან, რომ ყოფილმა პრემიერმა ყველაფერი იცის და ფული ადრესატთან აუცილებლად უნდა მივიდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სიგარეტის ქარხანა არ ამუშავდება. საუბარი იმ დროს არის ჩაწერილი, როდესაც ლევან ყიფიანი სარდაფში, სავარაუდოდ, უკვე იმყოფებოდა და ოთარ ფარცხალაძე გაბრაზებულია. ჩანაწერში გიორგი გახარიას გვარიც ისმის.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები