23 აგვისტო 2019,   16:09
ვრცლად
"ეს იქნება რეფერენდუმი საქართველოს მომავალზე," - ნიკა მელია 28 ოქტომბრის არჩევნებზე საუბრობს

„სამწუხაროა, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში ამ ქალაქზე ნაკლებად ითქმება, რომ შეიმჩნევა თუმდაც იოტისოდენა პროგრესი, განვითარება, წინსვლა, ისევე როგორც ყველა ქალაქში, რეგიონში,“ - ეს განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს გააკეთა.

ამ წუთებში გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და ოპოზიციის ლიდერები ამომრჩეველს მცხეთაში ხვდებიან. 

ნიკა მელიას განცხადებით, ადამიანები ერთი მიზნის გარშემო გაერთიანდნენ.

„ყველანი, თითოეული თქვენგანი დღეს აქ არის გულანთებული, ყველანი, ვინც დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ ვართ მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნის გარეშემო გაერთიანებული. ეს არის უკეთესი ხვალინდელი მცხეთა, უკეთესი ხვალინდელი საქართველო,“ - აღნიშნა ნიკა მელიამ.

ნიკა მელიამ, 28 ოქტომბრის, საპრეზიდენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ამბობს, რომ არჩევნები არის ბრძოლა უიმედობის, უპერსპექტივობის და სიღარიბის წინააღმდეგ, რომელიც, მელიას თქმით, ბოლო წლებია საქართველოში დამყარდა.

„კარგად ვიცით, რომ სულ რაღაც 21 დღეში უმნიშვნელოვანესი არჩევნებია. ეს არ არის არჩევნები და ესეც ძალიან კარგად ვიცით. ეს იქნება რეფერენდუმი საქართველოს მომავალზე. ამ რეფერენდუმზე გადაწყდება, თუ როგორ ქვეყანაში იცხოვრებენ ჩვენი შვილები და შვილიშვილები. ეს არის ბრძოლა ყოველგვარ მანიკიერებასთან,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

დღის ამბები