19 აპრილი 2024,   11:48
ვრცლად
„სალომე ქართველია? იცის ქართული ენა? პატრიოტია? აბა რატომ უნდა ავირჩიოთ? რატომ უნდათ, რომ დაღუპონ ეს ქვეყანა?"-პაატა ბურჭულაძე

„დღეს მე აქ მოსული ვარ როგორც რიგითი მოქალაქე, დღეს მე მაწუხებს ის, რაც გაწუხებთ თქვენ. მაწუხებს მავნებელი მთავრობა, რომელმაც  ვერაფერი ვერ გააკეთა და ცდილობენ რაც კარგია ის დაანგრიოს“-ეს განცხადება პაატა ბურჭულაძემ გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდამჭერებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. მსოფლიო ბანმა "ფონდ იავნანას" ირგვლივ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიუხედავად ივანიშვილის მცდელობისა, ის ქვეყანას არ დატოვებს.

„ეს მავნებელი მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მე დავტოვო ქვეყანა და გავიქცე თითქოს რაღაც საშინელება ხდება. მე არ დავტოვებ ქვეყანას. ფონდში ხუმრობენ  ნეტა დაგვიჭირონ ყველა და აქამდე ამნისტია შეგვეხებოდაო,“-განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

სიტყვით გამოსვლისას მსოფლიო ბანმა სალომე ზურაბიშვილი გააკრიტიკა და უპირობო მხარდაჭერა გამოუცხადა გრიგოლ ვაშაძეს.

„სალომე ქართველია? მითხარით სალომე იცის ქართული ენა? ის ჩვენი ქვეყნის პატრიოტია? აბა რატომ უნდა ავირჩიოთ? რატომ უნდათ რომ დაღუპონ ეს ქვეყანა? რამდენი ადამიანი დაგვასვა ივანიშვილმა რომელმაც არ ივარგა. ჩვენ გვჭირდება ლიდერი, რომელიც არის განათლებული, თავისი სამშობლოს მოსიყვარულე, რომელმაც იცის ქართული ენა,“-განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.   

დღის ამბები