18 აპრილი 2024,   11:03
ვრცლად
„ჩვენ უნდა შევეჩვიოთ ერთ რაღაცას, რომ არ არის ის ღვაწლმოსილი ხალხი მხოლოდ საქართველო, არა და არა,“ - თაკო ჩარკვიანი

„ჩვენ უნდა შევეჩვიოთ ერთ რაღაცას, რომ არ არის ის ღვაწლმოსილი ხალხი მხოლოდ საქართველო, არა და არა,“ - ეს განცხადება პუბლიცისტმა თაკო ჩარკვიანმა მცხეთაში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს გააკეთა.

ჩარკვიანმა ორი დღის წინ რუსთაველის თეატრში, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა. პუბლიცისტმა აღნიშნა, რომ შეხვედრას ბევრი ღვაწლმოსილი ადამიანი ესწრებოდა.

„არ შემიძლია ამას გვერდი ავუარო, ამას არანაირი კავშირი არ აქვს ბატონ გრიგოლთან. მე, როგორც რიგითი მოქალაქე, გუშინ წინ რუსთაველის თეატრში ვნახე ქალბატონ ზურაბიშვილის მხარდამჭერთა შეკრება და არაფრით არ შემიძლია არ ვთქვა, რომ და იქ იყვნენ ძალიან ღვაწლმოსილი ადამიანები, ბევრიც არა. ბევრი არ იყო ღვაწლმოსილი, ბევრი ძალიან კარგი. ეს საქართველოა. ბევრს ძალიან დიდ პატივს ვცემ, მათ შემოქმედებას. მე მათ თვალწინ გავიზარდე, ბევრს არ ვცემ პატივს, მაგრამ ეს ჩემთვის იყოს. ჩვენ უნდა შევეჩვიოთ ერთ რაღაცას, რომ არ არის ის ღვაწლმოსილი ხალხი მხოლოდ საქართველო, არა და არა. ქველმოქმედება არის უანგარობა, ქველმოქმედება, როდესაც მადლიერების საპირწონედ დამსახურებულ ხალხს წინ, სახელმწიფოებრიობას დაუდებ საპირწონედ, იმას ქველმოქმედება არ ჰქვია. ამას ძალიან კარგად გამიზნული ანგარება ჰქვია, ძალიან რბილად ვამბობ ამ სიტყვას,“ - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ჩარკვიანმა, 2012 წლის არჩევნები და ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც ქვეყნის სათავეში „ქართული ოცნება“ მოვიდა.

„მე მეგონა, რომ 2012 წელს მართლა ქველმოქმედი მოვიყვანე, მე არ ვიცოდი, რომ დიდი ანგარება იყო საფუძველში ჩადებული, მე ვფიქრობ, ყველამ ასე ვიფიქრეთ და დანაშაული ამაში არაფერი არ არის,“ - აღნიშნა თაკო ჩარკვიანმა.

დღის ამბები