23 აგვისტო 2019,   16:08
ვრცლად
თბილისობის მეორე დღე - ბარათაშვილის ქუჩაზე კომპოზიტორ რევაზ ლაღიძის ბიუსტი გაიხსნა

თბილისობის აღნიშვნა გრძელდება. ბარათაშვილის ქუჩაზე, ცოტა ხნის წინ, კომპოზიტორ რევაზ ლაღიძის ბიუსტი გაიხსნა. დღესვე, საღამოს თბილისობის ფარგლებში დაგეგმილია გალა-კონცერტი, რომელიც სწორედ ლაღიძის შემოქმედებას მიეძღვნება.

ცნობილი კომპოზიტორის ბიუსტი, რევაზ ლაღიძის ოჯახის წევრებთან ერთად, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გახსნა. ბარათაშვილის ქუჩაზე ქართული ხმების კონცერტიც გაიმართა და მათ რევაზ ლაღიძის კომპოზიციები შეასრულეს.

„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია რევაზ ლაღიძის ბიუსტის გახსნა. მას ძალიან ბევრი შესანიშნავი კომპოზიცია აქვს, თუმცა იმისთვის, რომ მთელ ქვეყანას ეღიარებინა, თბილისოც საკმარისია ამისთვის. 38 წლის იყო, როდესაც ეს სიმღერა დაწერა და შეიძლება ითქვას, რომ თბილისის, ჩვენი დედაქალაქის ჰიმნადაც იქცა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბიუსტის გახსნა თბილისობის დღესასწაულს დაემთხვა,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, დედაენის ბაღში იმართება სხვადასხვა სპორტული აქტივობები, რომელსაც კახა კალაძე დაესწრო. დღესვე გახდება ცნობილი საპატიო თბილისელის ვინაობაც. დედაენის სკვერის გარდა, სხადასხვა ღონისძიებები იმართება ლეღვთახევში.

 

დღის ამბები