24 ივლისი 2019,   11:32
ვრცლად
"ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი ამომრჩევლებს ლაგოდეხში ხვდება

"ქართული ოცნების" მეირ მხარდაჭერილი კანდიდატი, ამ წუთებში, მხარდამჭერებს ლაგოდეხში ხვდება. მანამდე სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრა თელავში ისტორიული მუზეუმის ეზოში გამართა.

პრეზიდენტობის კანდიდატმა საკუთარი პროგრამის პრიორიტეტებზე ისაუბრა. მისი თქმით, ქვეყნის განვითარებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება განათლების თემას. 

ზურაბიშვილმა გეორგიევსკის ტრაქტატის შედეგსა და რუსულ აგრესიაზე ლაპარაკისას, მოსკოვში ლავროვთან შეხვედრა და 2008 წლის ომიც გაიხსენა. დღესვე სალომე ზურაბიშვილი ამომრჩეველს ახმეტაში შეხვდა.

„ეს არის განსაკუთრებული ქალაქი და აქ პირველად ვთქვი ჩემი მოსაზრებები განათლების სისტემაზე, იმიტომ რომ ეს არის ქალაქი, რომელიც ამას გაიგებს. აუცილებელია, რომ ჩავატაროთ განათლების რეფორმა, მივხედოთ ახალგაზრდებს და ამ ქვეყნის მომავალ კულტურას და განათლებას. პირველ რიგში, აქაც მინდოდა ამის თქმა, რომ გოგებაშვილის დედაენა უნდა დავაბრუნოთ სკოლებში. ამით უნდა დავიწყოთ, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ყველანაირი კულტურის საწყისი,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

დღის ამბები