19 ოქტომბერი 2019,   22:31
ვრცლად
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინეთის ღია პირველობის გამარჯვებულია

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინეთის ღია პირველობის გამარჯვებულია. საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელმა ფინალში მე-4 ნომერი და ამ ტურნირის პირველ ნომრად განთესილი ხუან დელ პოტრო ორ სეტში, 6:4, 6:4 დაამარცხა და ჩემპიონი გახდა. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა, თუმცა მთელი დაპირისპირების განმავლობაში უპირატესობას ბასილაშვილი ფლობდა. ფინალი 1 საათი და 41 წუთი გაგრძელდა. ბასილაშვილმა ამ სეზონში მეორეჯერ მოიგო ATP-ის ტურნირი. დღევანდელი გამარჯვებით მან 500 სარეიტინგო ქულა და 733 ათას დოლარზე მეტი გამოიმუშავა. ქართველი ჩოგბურთელი კარიერის საუკეთესო მაჩვენებელს ხვალ დააფიქსირებს. ის კლასიფიკაციაში 23-ე საფეხურზე გადავა.

დღის ამბები