16 ივლისი 2019,   08:57
ვრცლად
P.S. ბოსტონის ბიოუსაფრთხოების ლაბორატორიაში - როგორ მუშაობენ მომაკვდინებელ ვირუსებზე და რამდენად დაცულია უსაფრთხოება

ლუგარის ლაბორატორიის ირგვლივ რუსეთი მუდმივად ცდილობს სკანდალი ააგოროს და თემა საქართველოს და ამერიკის წინააღმდეგ გამოიყენოს. დროდადრო მუდმივად ვრცელდება ხმები იმის შესახებ, რომ ამ კვლევით ცენტრში რაღაც ძალიან საშინელი და ძალიან სახიფათო კეთდება. მუდმივად ხაზი ესმება იმასაც, რომ ლაბორატორია დასახლებულ რაიონებთან ახლოს მდებარეობს და ამიტომ იქ მცხოვრებ ადამიანებს განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ აგდებს.

P.S.-ის ჟურნალისტი  ლაშა კვესელაძე ამერიკაში იმყოფება და მან დაათვალიერა ბოსტონში მდებარე ბიოუსაფრთხოების ლაბორატორია.

იმის მიხედვით თუ რამდენად საშიშ პათოგენებზე მუშაობენ მეცნიერები, ბიოუსაფრთხოების ლაბორატორიები 4 დონედ იყოფა. ყველაზე საშიში არის მე-4 დონე. ანუ ამ დონეზე მეცნიერებს ისეთ ვირუსებთან აქვთ შეხება რომლებიც მომაკვდინებელია და ბოლომდე არ არის შესწავლილი. ასეთია მაგალითად ებოლა. ბოსტონში სწორედ ებოლას ვირუსზე მუშაობენ და ის მე-4 დონის შემსწავლელი ლაბორატორიაა.

თბილისში არსებული ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი კვლევითი  ცენტრი არის ერთი საფეხურით ქვევით. ანუ მესამე დონის ბიოუსაფრთოების ლაბორატორია.

როგორ იცავენ აშშ-ში მომაკვდინებელ ვირუსებთან უსაფრთხოების წესებს, სად მიდის ის ნარჩენები, რომელიც ლაბორატორიაში ყოველი შეხების დროს წარმოიშობა და  როგორ იქნება დაცული  შენობა სხვადასხვა სახის კატასტროფების შემთხვევაში, რა მოხდება მაგალითად თუ იქნება ხანძარი, მიწისძვრა ან ომი. ლაბორატორიის დირექტორი ამბობს, რომ კატასტროფის შემთხვევაში ის ისურვებდა, რომ ყოფილიყო ამ ლაბორატორიაში, ვინაიდან ის არის ძალიან უსაფრთხო ადგილი. 

დღის ამბები