19 აპრილი 2024,   05:18
ვრცლად
ქუთაისის მერის ვიზიტი იტალიაში - ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია ენმ-ის თავმჯდომარე, მერიას სასამართლოში უჩივის

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გიგა შუშანია, მერიას სასამართლოში უჩივის. შუშანიას განცხადებით, ქუთაისის მერის იტალიაში ვიზიტის ხარჯებთან დაკავშირებით, საჯარო ინფორმაცია ერთი თვის წინ გამოითხოვა, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია. 

მისივე თქმით, დაირღვა კანონი, რის გამოც სარჩელს საია-სთან ერთად ამზადებს.

მისივე განმარტებით, მერი დელეგაციასთან ერთად ბიუჯეტის ხარჯით წავიდა, მაშინ, როცა კოზენცაში მყოფი მხატვრებისთვის თანხა სრულად ჯერ არ გადაურიცხავთ.  

იტალიაში ვიზიტის დროს ქართველმა მხატვარმა ქუთაისისა და კოზენცას მერები დახატა, რასაც საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

„მე მაქვს ეჭვი და ასევე მაქვს ინფორმაცია, ჩემი წყაროებით, რომ ქალაქ ქუთაისის მერმა და დელეგაციის წევრებმა, იტალიაში მგზავრობის თანხა, ყოველდღიური ხარჯების თანხა აიღეს ბიუჯეტიდან და საჩუქრების თანხა, რომელიც იქ ჩაიტანეს ამ ვიზიტის დროს,“ - განაცხადა გიგა შუშანიამ.

ამავე თემაზე ისაუბრა ქუთაისის მერიის საგარეო ურთიერთობათა განყოფილების უფროსმა, შორენა ხუხუამ და აღნიშნა, რომ თანხებს კოზენცას მერია აანაზღაურებს.

„ყველა შეთანხმება, შეიძლება ითქვას, რომ ის თანხაც, რომელიც გაწერილი იქნა ამ პროექტის ფარგლებში, ეს ანაზღაურებული იქნება ქალაქ კოზენცას მერიის მიერ,“ - განაცხადა შორენა ხუხუამ.

დღის ამბები