25 აპრილი 2024,   10:58
ვრცლად
„ეტყობა მას არ აქვს წარმოდგენა რა არის ფაშისტი," - რომან გოცირიძე ირაკლი კობახიძის განცხადებას უპასუხისმგებლოს უწოდებს

მან არ იცის ფაშიზმის მნიშვნელობა, სხვა შემთხვევაში ამ სიტყვას არ გამოიყენებდა  - ასე აფასებს საპარლამენტო ოპოზიციის წევრი, რომან გოცირიძე პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებებს.

"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი, რომან გოცირიძე კობახიძეს პასუხობს და მას განუმარტავს, რომ ოპოზციის ხელში არ არის არცერთი ბერკეტი, რომლითაც ის შეძლებს პოლიტიკოსთა ან საზოგადოების წევრთა შევიწროებას.

„ეტყობა მას არ აქვს წარმოდგენა რა არის ფაშისტი  და საერთოდ არ აქვთ წარმოდგენა საკუთარ როლსა და პასუხისმგებლობაზე ხალხისა და თუნდაც საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე. ასე თავისუფლად ამნაირ სიტყვას პოლიტიკური მოღვაწე თუ პიროვნება არ უნდა ისროდეს.

"რაც შეეხება გაღიზიანებას მიზეზს, ის რომ ნიკა გვარამიამ დავუშვათ თქვა, რომ მოღალატე ან მოღალატეების დამფინანსებლები უნდა შევავიწროოთ, ოპოზიციას როგორ შეუძლია შევიწროება, ოპოზიციის მხრიდან შევიწროების ფორმა არის მორალური - არ ჩამოართვა ხელი მოღალატეს,“-ამბობს რომან გოცირიძე.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძემ ნიკა გვარამიას კრიტიკას ბრიფინგი მოუძღვნა. მან "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ფაშისტური განცხადებების გაკეთებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ რადგან მესამე სექტორი გვარამიას განცხადებებზე არ რეაგირებს, ეს ნიშნავს, რომ არასამთავრობო სექტორი ფაშიზმის თანამონაწილეა.

ნიკა გვარამიამ გასულ კვირას სალომე ზურაბიშვილს მოღალატე უწოდა, საზოგადოებას კი მოუწოდა არ დააფინანსონ ხელისუფლების მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო კამპანია.

დღის ამბები