20 აპრილი 2024,   08:50
ვრცლად
„ომეგა ჯგუფის“ თანამშრომლები, ალექსანდრე ხაჩიშვილი და დავით ფანქველაშვილი სასამართლო წესით დაიკითხებიან

„ომეგა ჯგუფის“ თანამშრომლები, ალექსანდრე ხაჩიშვილი და დავით ფანქველაშვილი სასამართლო წესით დაიკითხებიან. ორივე მათგანმა დღეს პროკურატურა ისე დატოვა, რომ გამომძიებლების შეკითხვებისთვის აღარ უპასუხიათ.

ალექსანდრე ხაჩიშვილი და დავით ფანქველაშვილი მონაწილეობდნენ TBC-დან 4 მილიონის გატანის პროცესში. როგორც ხაჩიშვილი იხსენებს, ბანკიდან გამოტანილი ფული მან ლევან ყიფიანის მითითების მიხედვით მოათავსა მისთვის უცნობ ავტომობილში, სადაც ავტომატებით შეიარაღებული პირები იმყოფებოდნენ.

„ამ თანხის შესახებ ცნობილი იყო, რომ ჩვენ გვინდოდა ეს ჩვენი ბიზნეს ინტერესების განსახორციელებლად, ასე ვთქვათ სამშენებლო და ა.შ.“ - განაცხადა „ომეგა ჯგუფის“ მენეჯერმა, დავით ფანქველაშვილმა.

ადვოკატი გიორგი ფანცულაია აცხადებს, რომ დავით ფანქველაშვილი TBC ბანკში განვითარებულ მოვლენების შესახებ ფლობს ინფორმაციას.

„დავით ფანქველაშვილმა გადაწყვიტა იმასთან დაკავშირებით, რა ინფორმაციაც მას გააჩნია, გამოკითხული იქნეს ამასთან დაკავშირებით სასამართლოში. მისი ინფორმაცია ძირითადად ეხება TBC ბანკში განვითარებულ მოვლენებს, იმ თანხას, რომელიც გატანილ იქნა აღნიშნული ბანკიდან და მან თქვა, რომ ამ საკითხზე ის ფლობს საკმაოდ ინფორმაციას და ამის დეტალებზე ისაუბრებს სასამართლოში მოსამართლის თანდასწრებით. ბატონ ზაზას აქვს გაცხადებული, რომ ის მზად არის მიაწოდოს მაქსიმალური ინფორმაცია გამოძიებას, მაგრამ მისის საქართველოში ჩამოსვლა შეიცავს საფრთხეს, აქედან გამომდინარე, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა იძლევა იმის საშუალებას, რომ ის გამოკითხული იქნას ევროპაში. ამ საქმეზე საფრთხეს წარმოადგენს არა სავარაუდო ის ბრალდებულები, რომელიც შეიძლება ამ საქმეზე გამოიკვეთოს, არამედ როგორც ხედავთ, დაზარალებულებს მეტი საფრთხე ემუქრებათ საქართველოში,“ - განაცხადა ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დღის ამბები