25 აპრილი 2024,   02:02
ვრცლად
ჩემი პრეზიდენტობა და პოლიტიკაში მოღვაწეობა ისე არ ჩაივლის, ფოთელებს პორტი არ დავუბრუნო - ნათელაშვილი

საპრეზიდენტო კანდიდატი შალვა ნათელაშვილი ფოთელ ამომრჩეველს შეხვდა. კულტურის ცენტრში შეკრებილ ადგილობრივებს პირველი ლეიბორისტი იმ გეგმებზე ესაუბრა, რომლის განხორციელებასაც პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში აპირებს.

ნათელაშვილმა დღევანდელ შეხვედრაზე საპორტო ქალაქის პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება.

„ჩემი პრეზიდენტობა, ჩემი პოლიტიკაში მოღვაწეობა, არცერთ შემთხვევაში არ დამთავრდება ისე, რომ მე ფოთის პორტი არ დავუბრუნო ფოთელებსა და ქართველ ხალხს და ფოთის პორტიდან მიღებული შემოსავალი არ მივაქციო ფოთელებისა და მთელი საქართველოს მოსახლეობის ოჯახებში,“- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

დღის ამბები