19 აპრილი 2024,   03:51
ვრცლად
გამოვალ და გეტყვით ყველაფერს - ლევან ყიფიანი პროკურატურაში იმყოფება

სპორტის ყოფილი მინისტრი, ლევან ყიფიანი პროკურატურაში იმყოფება. ის გამომძიებლების კითხვებს ამ წუთებში ადვოკატთან ერთად პასუხობს.

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი დამფუძნებელი გამომძიებლებს, სავარაუდოდ, ბანკიდან 4 მილიონის გატანის ეპიზოდზე აწვდის ინფორმაციას.

„გამოვალ და გეტყვით ყველაფერს,“ - აღნიშნა ლევან ყიფიანმა საგამოძიებო უწყების შენობაში შესვლამდე.

ყიფიანის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ არ დააკონკრეტა, თუ რა ეპიზოდით არის დაინტერესებული საგამოძიებო უწყება.

„ომეგა ჯგუფის“ თანამშრომლების განმარტებით, სწორედ ლევან ყიფიანი აგვარებდა ბანკთან, ფარცხალაძესა და გახარიასთან თანხის დროულად გაცემის საკითხს და 4 მილიონიც სპორტის ყოფილი მინისტრის მიერ მითითებულ მანქანაში მოათავსეს. 

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი

დღის ამბები