20 ივნისი 2019,   10:09
ვრცლად
ეს არის პირდაპირ მტკიცებულება ბრიტანელი ექსპერტების, რომ საქართველოს ჰყავს ყაჩაღურ-ბანდიტური ხელისუფლება - ზაალ უდუმაშვილი ექსპერტიზის დასკვნაზე 

"ამ ჩანაწერების ნამდვილობაში საზოგადოებას არც აქამდე შეჰქონდა ეჭვი" - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი „ომეგა ჯგუფის“ მიერ გამოქვეყნებულ ექსპერტიზის დასკვნას, სადაც სკანდალური ჩანაწერების ავთენტურობა დადასტურებულია.

ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ ბრიტანელი ექსპერტების დასკვნა მისთვის დამაჯერებელია და მმართველ გუნდს ზაზა ოქუაშვილის ბრალდებების საწინააღმდეგ არგუმენტები არც მანამდე ჰქონია.

„ქართულ ოცნებას“ არც მანამდე ჰქონდა რეალურად არგუმენტები და ახლა ხომ ყველაფერი მოესპობა. ეს არის პირდაპირ მტკიცებულება ბრიტანელი ექსპერტების, რომ საქართველოს ჰყავს ყაჩაღურ-ბანდიტური ხელისუფლება, რომელიც დღეს დგას გამომპალ ფუნდამენტზე და ეს ფუნდამენტიც 28 ოქტომბერს მთლიანად ჩამოიშლება,“ -აცხადებს უდუმაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები